კრაიოვას უნივერსიტატია, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

საგოლე პასი და უნაკლოდ დარტყმული პენალტი - მექვაბიშვილმა 120 წუთი ითამაშა

რუმინეთის თასის 1/4-ფინალში ანზორ მექვაბიშვილის კრაიოვას „უნივერსიტატია“ „კლუჟს“ დაუპირისპირდა და 90 წუთის ფრედ 1:1-ის დასრულების შემდეგ, პენალტების სერიაში 3:5 დამარცხდა.

მექვაბიშვილმა შეხვედრა სრულად ჩაატარა და მოედანზე 120 წუთი გაატარა. 50-ე წუთზე მისი პასის შემდეგ ანგარიში ბაირამმა გახსნა. საბოლოოდ, მასპინძლებმა ათი წუთის შემდეგ ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა და გამარჯვებული თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა.

მექვაბიშვილმა პენალტების სერიაში მონაწილეობა მიიღო და თავისი გუნდის მხრიდან პირველი დარტყმა შეასრულა, რომელიც უნაკლო გამოდგა. მაგრამ მისმა გუნდელებმა საბოლოოდ ერთი დარტყმა გააცუდეს და გათამაშებას გამოეთიშნენ.

Video Player is loading.
Advertisement
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      აქვე გეტყვით, რომ ანზორ მექვაბიშვილმა „უნივერსიტატიას“ რიგებში ამ სეზონში 21 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი გუნდი ჩემპიონატში 32 ქულით პირველ ადგილს იკავებს და ჩემპიონობისთვის იბრძვი და „სტიაუასთან“ ერთად სატურნირო ცხრილის თანალიდერია.

      მსგავსი სიახლეები

      ცხელი ამბები
      ასევე დაგაინტერესებთ
      „მის გუნდში თამაში არავის უნდოდა“ | ყოფილმა თანაგუნდელმა ქეცბაია გაიხსენა
      „მის გუნდში თამაში არავის უნდოდა“ | ყოფილმა თანაგუნდელმა ქეცბაია გაიხსენა