დუნკერკი დამარცხებულია - პსჟ საფრანგეთის თასის ფინალში გავიდა
საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი სტუმრად დუნკერკს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში 4:2 დაამარცხა.
სამწუხაროდ, მატჩის წინ, ცნობილი გახდა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ვირუსი აქვს და ამის გამო მონაწილეობას ვერ მიიღებდა.
შეხვედრა სენსაციურად დაიწყო. 27-ე წუთისთვის დუნკერკი 2:0-ს იგებდა. გოლები სასომ და ალ საადმა გაიტანეს. პირველი ტაიმის მიწურულს, სხვაობა მინიმუმამდე უსმან დემბელემ დაიყვანა.
მეორე ნახევარში პარიზელები გააქტიურდნენ და 48-ე წუთზე მარკინიოსმა წონასწორობა აღადგინა. 62-ე წუთზე კი დეზირე დუემ საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. საბოლოო წერტილი უსმან დემბელემ 90-ე წუთზე დასვა.
ცნობისთვის, ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის თასის ფინალში კანისა და რეიმსს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.