საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძის გუნდის მძიმე მარცხი | ფინალში გასვლის შანსი მიზერულია

იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველ მატჩში „ემპოლი’’ შინ „ბოლონიასთან’’ 0:3 დამარცხდა.  გოლები ორსოლინისა და დალინგას (2) ანგარიშზეა.

„ემპოლის’’ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დ’ავერსამ საბა გოგლიჩიძე სასტარტოს მიღმა დატოვა, თამაშში 62-ე წუთზე ჩართო მარიანუჩის ნაცვლად, როცა ანგარიში უკვე 0:3 იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა კარგად მოქმედებდა, სოლიდური და დამაჯერებელი იყო, უხეში შეცდომა არ დაუშვია.

საკუთარ კედლებში დიდი ანგარიშით მარცხის შემდეგ „ემპოლის'' ფინალში გასვლის შანსი მიზერულია. საპასუხო მატჩი 24 აპრილს, ბოლონიაში გაიმართება. ასევე გეტყვით, რომ მეორე ნახევარფინალში „მილანი'' „ინტერს'' დაუპირისპირდება.

20 წლის გოგლიჩიძემ, რომელიც ამპლუით ცენტრალური მცველია, სერია A-ს მიმდინარე სეზონში 26 მატჩი ჩაატარა. 26-დან 23-ში სასტარტო 11-ეულში მოხვდა.

იტალიის თასზე მეორედ ითამაშა, პირველად მეოთხედფინალში „იუვენტუსთან’’, როცა მეორე ტაიმი სრულად ჩაატარა და „ემპოლიმ’’ პენალტების სერიაში მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შალკეს შემდეგ ტრაბზონსპორიც | ჩიქოვანს თურქეთიდანაც აკვირდებიან
შალკეს შემდეგ ტრაბზონსპორიც | ჩიქოვანს თურქეთიდანაც აკვირდებიან