ბუდუ ზივზივაძე, ჰაიდენჰაიმი
Aa
Aa

Whoscored - ზივზივაძე ბუნდესლიგის თვის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

ბოლო პერიოდში, ბუდუ ზივზივაძე ჰაიდენჰაიმში გაცილებით უკეთესად თამაშობს და გოლების გატანაც დაიწყო.

ქართველმა თავდამსხმელმა მარტში დიდებულად იასპარეზა და კარგი თამაში დაუფასდა. ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Whoscored-მა ზივზივაძე ბუნდესლიგის თვის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა.

შემადგენლობა ასეთია:

მეკარე: გულაჯი

მცველები: ვაისერი, იენსი, ელვედი, მიტელშტადი

ნახევარმცველები: ამირი, შმიდი, პლეა

თავდამსხმელები: ოლისე, სანე, ზივზივაძე

შეგახსენებთ, რომ მარტის თვეში, ქართველმა თავდამსხმელმა ჯერ ჰოფენჰაიმს გაუტანა, ხოლო შემდეგ კილის კარი აიღო. ამავე მატჩში საგოლე პასიც მიითვალა.

რაც შეეხება ჰაიდენჰაიმს, 22 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება. შემდეგ ტურში, ბუდუს გუნდი ლევერკუზენის ბაიერს უმასპინძლებს. აღნიშნული დაპირისპირება 5 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 17:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქინქლაძე: ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების
ქინქლაძე: ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების