განაცხადიდან ამოიღეს - კვარა დუნკერკის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს
სულ ცოტა ხანში, საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პარი სენ ჟერმენი დუნკერკს დაუპირისპირდება.
მატჩამდე 1 დღით ადრე ფრანგული გამოცემები ვარაუდობდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა და დიდი ალბათობით ასეც იქნებოდა, რომ არა ჯანმრთელობის პრობლემები.
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ქართველ ფეხბურთელს ვირუსი აქვს და განაცხადიდან სწორედ ამ მიზეზის გამო ამოვარდა.
შეგახსენებთ, რომ კვარამ პარი სენ ჟერმენში გადასვლის შემდეგ, ყველა ტურნირზე ერთად 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. ხვიჩამ ასევე პენალტის მოპოვება შეძლო.