რობინ გოსენსი, ედოარდო ბოვე
Aa
Aa

“თითქოს მკვდარი ადამიანის თვალებს ვუყურებდი“ - გიოსენსმა ბოვეს შემთხვევა გაიხსენა

გასული წლის დეკემბერში, სერია ა-ს მე-14 ტურში კინღამ ტრაგედია დატრიალდა. ფიორენტინასა და ინტერის მატჩის დროს, ფლორენციელთა ნახევარმცველი ედოარდო ბოვე მინდორზე უგონოდ დაეცა. მას გულის შეტევა დაემართა, მაგრამ საბოლოო ჯამში საბედნიეროდ გადარჩა.

ამასთან დაკავშირებით, ბოვეს თანაგუნდელმა რობინ გიოსენსმა საკუთარ პოდკასტში ისაუბრა და ყველაზე კრიტიკული მომენტი გაიხსენა.

რა თქვა გიოსენსმა?

„როდესაც ბოვეს ახლოდან შევხედე ვგრძნობდი, თითქოს მკვდარი ადამიანის თვალებს ვუყურებდი. მათში სიცოცხლე ძალიან ცოტა იყო. ეს ალბათ ყველაზე ცუდი რამ იყო, რაც კი ოდესმე მინახავს.“

შეგახსენებთ, გამოკვლევებმა აჩვენა, რომ გონების დაკარგვის რეალური მიზეზი ეპილეფსიური შეტევა გახდა, რასაც ხშირ შემთხვევაში გულის გაჩერებაც მოჰყვება. ისიც დააფიქსირეს, რომ სანამ ცუდად გახდებოდა, რამდენიმე წუთით ადრე, ბოვე „ინტერის“ მცველ დენზელ დუმფრისს შეეჯახა და მკერდისა და ელენთის არეში სერიოზული დარტყმები მიიღო.

ამ შემთხვევის შემდეგ მოედნიდან გასული ფეხბურთელი მაისურის გამოცვლის პროცესში უკვე შეუძლოდ იყო და თანაგუნდელებსაც უთხრა, რომ თავბრუ ეხვეოდა. გულის შეტევა მას მოედანზე არ მოსვლია, გზაში გადაიტანა, როდესაც რეანიმობილით საავადმყოფოში გადაჰყავდათ.

საბედნიეროდ ყველაფერმა მშვიდობით ჩაიარა და ბოვეს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ის ამ ინციდენტის შემდეგ, მოედანზე აღარ გამოჩენილა. მას მხოლოდ სპეციალური დეფიბრილატორიც თამაშის ნება დართეს, რაც სერია ა-ში აკრძალულია. მსგავსი შემთხვევა იყო კრისტიან ერიქსენის შემთხვევაშიც და თამაში პრემიერ ლიგაში გააგრძელა. ჯერჯერობით ბოვეს საფეხბურთო კარიერა არ განუახლებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ იუნაიტედს ანტონის £ 40 მილიონად გაყიდვა სურს
მანჩესტერ იუნაიტედს ანტონის £ 40 მილიონად გაყიდვა სურს