ანტონი
Aa
Aa

მანჩესტერ იუნაიტედს ანტონის £ 40 მილიონად გაყიდვა სურს

„მანჩესტერ იუნაიტედში“ დარწმუნებულები არიან, რომ „ბეტისში“ წარმატებული თამაშის შემდეგ, ანტონის 40 მილიონ გირვანქა სტერლინგად გაყიდვას შეძლებენ. 24 წლის ბრაზილიელი იქ იჯარით თამაშობს. ამის შესახებ inews-ი წერს.

გამოცემის წყაროს ინფორმაციით, ანტონის მიმართ ინტერესს „ატლეტიკო“ და რამდენიმე იტალიური კლუბი იჩენენ.

თავის მხრივ, „ბეტისს“ სურს, რომ მისი იჯარა ხანგრძლივი ვადით გააგრძელოს, თუმცა ესპანური კლუბი ხვდება, რომ „წითელი ეშმაკების“ პირობების შესრულება რთული იქნება.

ანტონი „ბეტისში“ იანვარში გადავიდა. მას შემდეგ მან 12 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მისი მოქმედი კონტრაქტი 2027 წლამდეა გათვლილი.

Transfermarkt-ზე ბრაზილიელი გარემარბის საბაზრო ღირებულება 20 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია