გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა მსოფლიოს ტოპ 10 მეკარეშია | Transfermarkt-ის მონაცემები

Transfermarkt-ის მონაცემებით, გიორგი მამარდაშვილის სატრანსფერო თანხა 10 მილიონი ევროთი შემცირდა. გასული წლის მიწურულს ქართველი მეკარის ღირებულება 40 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 30 მილიონი ევროა.

მიმდინარე სეზონში რამდენიმე მატჩი ჩააგდო, ესპანური მედია აკრიტიკებდა, თუმცა ბოლო შეხვედრებში კვლავ დამაჯერებელი იყო და მოსალოდნელია, რომ მისი სატრანსფერო ღირებულება კვლავ მაღლა აიწევს.

Transfermarkt-ის მონაცემებით, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეები დავიდ რაია და გრეგორ კობელი არიან (40 მლნ.), მათ დიოგუ კოშტა (38 მლნ.), ჯანლუიჯი დონარუმა (35 მლნ.), გულიელმო ვიკარიო (35 მლნ.) და ანდრე ონანა (30 მლნ.) მოჰყვებიან. მამარდაშვლი და ლუკას შევალიე მე-7 ადგილს იყოფენ. მათი ღირებულება 30 მლნ. ევროა. ათეულში ასევე არიან უნაი სიმონი (28 მლნ.) და ბარტ ვერბრუგენი (25 მლნ.).

მიმდინარე სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში 25 მატჩი ჩაატარა, კარი მშრალად ექვს შეხვედრაში შეინახა. ტრავმის გამო ოთხი მატჩი გამოტოვა (დეკემბრის ბოლო - იანვრის დასაწყისი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია