დავით ნინიაშვილი
Aa
Aa

მძიმე ტრავმას გადაურჩა | სავარაუდოდ, ნინიაშვილი ორ კვირაში დაბრუნდება

ფრანგული Le Progres-ის ცნობით, „ლიონის’’ ქართველი გარემარბი დავით ნინიაშვილი ტრავმის გამო 15 დღეს გამოტოვებს. 22 წლის მორაგბემ ტრავმა ტოპ 14-ის გასულ ტურში „ბაიონესთან’’ მიიღო. წყაროს ცნობით, ნევროლოგთან კონსულტაციის შემდეგ გადაწყდა, რომ უახლოეს მატჩებს გამოტოვებდა.

სხვა ფრანგული წყაროები წერენ, რომ ნინიაშვილი სამ კვირას გამოტოვებს, თუმცა მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდება.

საფრანგეთის ტოპ 14-ის გასულ ტურში„ბაიონეს’’ მოთამაშესთან, არტურ იტურიასთან შეჯახების შემდეგ მოედნიდან საკაცით გაიყვანეს და შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, თამაშიდან რამდენიმე საათის შემდეგ „ლიონმა’’ ნინიაშვილის კომენტარი გაავრცელა: „უპირველესად, დიდი მადლობა ყველას, ბევრი შეტყობინება მივიღე. მადლობა ყველას, ვინც ბაიონში ჩვენთან ერთად იყო და გვქომაგობდა. თავს კარგად ვგრძნობ. წინ „ლიონი''.

მიმდინარე სეზონში 22 წლის დავით ნინიაშვილმა ტოპ 14-ში 16 მატჩი ჩაატარა, მის აქტივში 3 ლელოა. ჩელენჯ ქაფზე ორ შეხვედრაში ერთი ლელო დადო. ნინიაშვილი „ლიონში'' ბოლო სეზონს ატარებს, ზაფხულში „ლა როშელში'' მიდის.

გასული წლის სექტემბერში, როცა გაირკვა, რომ ეს სეზონი ქართველისთვის „ლიონში'' ბოლო იქნებოდა, კლუბის პრეზიდენტმა იან რუბერმა განაცხადა: „ეს ჰგავს მომენტს, როცა შვილი ოჯახს ტოვებს’’.

შეგახსენებთ, 2021 წელს დავით ნინიაშვილი „ხვამლიდან'' „ლიონში'' გადავიდა, სადაც თავი მალევე დაიმკვიდრა და ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ იქცა. ასევე, 2022 წელს მე-10 ქართველი მორაგბე გახდა, რომელმაც ბარბაროსებში ითამაშა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თავს კარგად ვგრძნობ, დიდი მადლობა ყველას | ნინიაშვილის კომენტარი
თავს კარგად ვგრძნობ, დიდი მადლობა ყველას | ნინიაშვილის კომენტარი