ჰანსი ფლიკი
Aa
Aa

ფლიკი: ნუ მთხოვთ რეალთან შედარებას, ამას არ გავაკეთებ - ატლეტიკოსთან ფინალი გველის

ჰანსი ფლიკმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ სამეფო თასის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის წინ პრესასთან ისაუბრა და სიმეონეს გუნდის გარდა „რეალსა“ შეეხო.

- ანჩელოტის მის სათამაშო სტილზე ჰკითხეს. თქვენ გაწუხებთ, რომ ბარსას საუკეთესო გუნდად არ თვლიან?

„ვფიქრობ, ხედავთ, რომ კარგად ვთამაშობთ. ჩვენ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. მე ამას ვხედავ, გულშემატკივრებიც ამას აღიარებენ. ისინი ბედნიერები არიან. ვფიქრობ, ჩვენ არ უნდა შევედაროთ მადრიდის რეალს. არ ვიტყვი იმას, რისი მოსმენაც ჩემგან გინდოდათ. მადრიდის რეალი ფანტასტიკურია, ისევე როგორც ატლეტიკო და მათი მწვრთნელი.

ვნახოთ რა მოხდება. ჩვენ ტიტულების მოგება გვჭირდება. განმეორებით შეხვედრაში ყველაფერი სხვაგვარად იქნება. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა. ფინალი ფინალამდე. მინდა ფინალში ვითამაშოთ. ჩემი გუნდი კარგად თამაშობს, ვამაყობთ ამით და გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. რასაც პირველ შეხვედრაში მათ მიაღწიეს ფანტასტიკურია, ეს არ იყო იღბალი. ჩვენც ვიმსახურებდით მოგებას ისევე, როგორც სიმეონეს გუნდი.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მწვრთნელს, თანაშემწეს და გუნდს გაწეული მუშაობისთვის. ისინი თამაშობენ ისე, როგორც ჩვენ გვინდა. სუპერთასი მოვიგეთ, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ატლეტიკოს ფანტასტიკური მწვრთნელი ჰყავს და ისინი დარწმუნებულნი არიან თავიანთ სათამაშო ფილოსოფიაში. თავიანთი საქმე იციან და ბოლო წამამდე ითამაშებენ.

ჩემი დამოკიდებულება ყოველთვის ერთნაირია - უნდა სცადო და შედეგს დავინახავთ. გუნდი ბევრად უკეთესი გახდა. თასებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამ დროისთვის გულშემატკივრები პროგრესით კმაყოფილები არიან. მჯერა იმის, რისი მიღწევაც შეგვიძლია. კმაყოფილი ვარ გუნდით, მისი მუშაობით და გასახდელში არსებული ატმოსფეროთი",

- განაცხადა ფლიკმა.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკო“ „ბარსელონას“ დაპირისპირება 2 აპრილს 23:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქინქლაძე: ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების
ქინქლაძე: ქოჩორა მაგალითია შრომის, შეუპოვრობის, თავდადებისა და ერთგულების