ერლინგ ჰოლანდი, რუუდ ვან ნისტელროი
Aa
Aa

ნისტელროიმ პრემიერ ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა ფორვარდმა, რუუდ ვან ნისტელროიმ, რომელიც ამჟამად „ლესტერის“ მთავარი მწვრთნელია, დაასახელა თავდამსხმელი, რომელსაც პრემიერ ლიგაში საუკეთესოდ მიიჩნევს.

„ჰოლანდი? ის ჩემთვის საუკეთესოა პრემიერ ლიგაში. მან ეს დაამტკიცა. მან მოიგო ყველაფერი, რაც კი შეეძლო. ის ტოპ კლასის მოთამაშეა. როდესაც გუნდში ასეთი ბიჭი გყავს, სეზონზე 30 გოლის გარანტია გაქვს. თან ფაქტია, რომ მან „ცუდი სეზონი“ ჩაატარა. წარმოგიდგენიათ, როცა უკეთესად თამაშს დაიწყებს? მან შეიძლება 60-70 გოლი გაიტანოს. ის „სიტის“ საყრდენია“, - თქვა ნიდერლანდელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ერლინგმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.

ნორვეგიელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მაგარი ფეხბურთელია | კვარას რეაქცია ნაპოლის (U20) ბრწყინვალე გოლზე
რა მაგარი ფეხბურთელია | კვარას რეაქცია ნაპოლის (U20) ბრწყინვალე გოლზე