უეინ რუნი
Aa
Aa

რუნი: რეალში გადასვლასთან ახლოს ვიყავი, ეს ბარსას გამო არ მოხდა

უეინ რუნიმ გაამხილა, რომ მას 2010 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ მადრიდის „რეალში" გადასვლა შეეძლო.

BBC-ისთან საუბრისას „შრეკმა“ თქვა, რომ „რეალში“ თამაშზე ხელი „ბარსელონას“ გამო შეეშალა.

„როდესაც 2010 წელს მანჩესტერ იუნაიტედს ვუთხარი, რომ არ მსურდა ახალი კონტრაქტის გაფორმება და სატრანსფერო მოთხოვნა წარვადგინე, ჩემ მიმართ ინტერესი სამმა კლუბმა გამოავლინა.

ხშირად ამბობენ, რომ მათ შორის მანჩესტერ სიტიც იყო, მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს ვარიანტი არასდროს განიხილებოდა. რეალის მხრიდან შეთავაზებები მოვიდა, ასევე იყო ჩელსი და ბარსელონა.

იმ მომენტში მზად ვიყავი ესპანეთში გადავსულიყავი - მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა. მადრიდის რეალთან მოლაპარაკებები რამდენიმე დღის განმავლობაში დამაჯერებლად და შესაძლებლად მეჩვენებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად თავში ბარსელონა მიტრიალებდა. წარმოვიდგინე, რომ შემეძლო ამ გუნდში მოხვედრა ლიონელ მესის, ანდრეს ინიესტას, ჩავის და სერხი ბუსკეტსის გვერდით.

საბოლოოდ გადავწყვიტე იუნაიტედში დავრჩენილიყავი, მაგრამ ბარსელონა იმ დროს წარმოუდგენელი გუნდი იყო და ყველა ფეხბურთელი ოცნებობდა იქ თამაშზე",

- ამბობს რუნი.

თავის დროზე რუნის მიმართ „ბარსას“ ინტერეზე ევროპულ პრესაში იწერებოდა კიდეც, თუმცა ინგლისელის სათამაშო პოზიციიდან გამომდინარე ტრანსფერის საკითხი ოფიციალურ დონეზე არასდროს დამდგარა. ინგლისელის კარიერის საუკეთესო წლებში „ბლაუგრანას“ მესი ჰყავდა, რომელიც ცრუ ცხრიანის პოზიციაზე თამაშობდა, ამიტომ ცენტრფორვარდის შეძენა კატალონიელებმა 2014 წლიდან გადაწყვიტეს და ლუის სუარესი გაიფორმეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მაგარი ფეხბურთელია | კვარას რეაქცია ნაპოლის (U20) ბრწყინვალე გოლზე
რა მაგარი ფეხბურთელია | კვარას რეაქცია ნაპოლის (U20) ბრწყინვალე გოლზე