„მის ადგილას დავფიქრდებოდი...“ - რას ამბობს ჯონსონი ასპინალზე
UFC-ის უმსუბუქესი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, დემეტრიუს ჯონსონმა ტოპ ასპინალზე ილაპარაკა.
ამერიკელი მებრძოლი მიიჩნევს, რომ ჯონ ჯონსთან ბრძოლის მოლოდინის გამო, ტომმა ბრძოლებისგან დიდი პაუზა არ უნდა აიღოს.
„ასპინალის ადგილას დავფიქრდებოდი: „ღმერთო, მე არ დავიცდი 6 თვეს“. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ UFC-მ მას კიდევ 1 ჩხუბი უნდა მისცეს. მეორე მხრივ, ეს იქნება ყველაზე დიდი ბრძოლა მის კარიერაში, თუ ჯონსს დაამარცხებს. მე უარს ვიტყოდი, იმის გათვალისწინებით, რომ ჯონსს 6 თვე უნდა. სხვა ვინმესთან ვიჩხუბებდი და დროებით ქამარს დავიცავდი. ყველა ჯონსის გრაფიკით ჩხუბობს. ის კარნახობს იმას, რაც ახლა ხდება. ჯობია, ასპინალი მას არ დაელოდოს“, - თქვა ჯონსონმა თავის იუთუბ-არხზე.
უკვე თვეებია გრძელდება საუბარი იმის შესახებ, რომ UFC-ის მძიმე წონითი კატეგორიის საჩემპიონო ბრძოლა ჯონ ჯონსსა და ტომ ასპინალს შორის უნდა შედგეს.
შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა უაითმაც აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტულად არაფრის თქმა არ შეუძლია.
შეგახსენებთ, რომ ჯონ ჯონსმა უკანასკნელ ოთხ წელიწადში მხოლოდ ოთხჯერ იჩხუბა და ბოლოს ოქტაგონში გასული წლის ნოემბერში შევიდა, როდესაც სტიპე მიოჩიჩი მესამე რაუნდში დაანოკაუტა და საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა.