„ყველამ იცის, რომ ილიასთან ჩხუბი ძალიან სახიფათოა“ - ალექსანდრე თოფურია
UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ალექსანდრე თოფურიამ თავისი ძმის, ილია თოფურიას და ისლამ მახაჩევის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.
როგორც „კონკისტადორმა“ Mundo Deportivo-ს განუცხადა, ილიას პოტენციურმა მეტოქეებმა იციან, რომ მასთან ჩხუბი ძალიან სახიფათო იქნება.
რა თქვა ალექსანდრე თოფურიამ:
„რა თქმა უნდა, ილიას მსუბუქი წონის ჩემპიონად ვხედავ. ამ ჩხუბის მიმართ ინტერესი არსებობს, კარგი ჰონორარი კი ყველას სურს.
არ ვფიქრობ, რომ ილიას ან ისლამს ერთმანეთის ეშინიათ, მაგრამ მათ საკუთარი პოზიციების გამყარება სურთ. ქვედა წონიდან ამოსულ მებრძოლთან ჩხუბი ერთია, მაგრამ, ამასთანავე, ყველა მებრძოლმა იცის, რომ ილიასთან ჩხუბი ძალიან სახიფათო იქნება“.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ილია თოფურიამ განაცხადა, რომ ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის ტიტული ვაკანტური იმ პირობით გახადა, რომ UFC მას მსუბუქი წონის სატიტულო ჩხუბს მისცემდა.