დანი ალვეში
Aa
Aa

1 მილიონზე მეტი - ალვეში გამართლების შემდეგ ფინანსური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს

რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეში ძალადობის ბრალდებაზე უდანაშაულოდ ცნო. ბრაზილიელი ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს და პირველ რიგში ფინანსური ზარალის ანაზღაურებაზე მუშაობს.

El Periodico-ს ცნობით, ალვეშს შესაძლოა სასამართლოსთვის გირაოს სახით გადახდილი 1 მილიონი დოლარის დაბრუნების შესაძლებლობა მიეცეს.

წყარო აღნიშნავს, რომ სასამართლო სისტემის შესახებ ძირითადი კანონის თანახმად, ალვეშს უფლება აქვს ციხეში ყოფნის დროს მისთვის მიყენებული ზიანისთვის ფინანსური ანაზღაურება მოითხოვოს. მან ეს იუსტიციის სამინისტროს საბოლოო განაჩენის გამოტანიდან ერთი წლის განმავლობაში უნდა გააკეთოს.

კომპენსაციის ოდენობა გამოითვლება ინდივიდუალურად, მაგრამ, როგორც წესი, თავისუფლების აღკვეთის ყოველ დღეზე 25-დან 50 ევრომდე მერყეობს. ამრიგად, წინასწარ პატიმრობაში გატარებული 405 დღის განმავლობაში ალვეშს შეუძლია 10125-დან 20250 ევრომდე მიიღოს.

იუსტიციის სამინისტროს მიმართ თხოვნაში ალვეშს მოუწევს მიუთითოს ის თანხა, რომელსაც ითხოვს და რა ზიანი მიადგა ციხეში ყოფნის დროს. ხელისუფლება საჩივარს 6 თვის ვადაში განიხილავს, თხოვნის უარყოფის ან უფრო მცირე თანხის შეთავაზების შემთხვევაში, დანის უფლება ექნება ადმინისტრაციულ დავის სასამართლოს მიმართოს.

საქმეზე თანდართული დოკუმენტების მიხედვით, ალვეშის შემოსავალი სპონსორობიდან და საიმიჯო უფლებებიდან (2022 წლის ბოლოსთვის) კვარტალში 30 000-დან 50 000 ევრომდე იყო. გარდა ამისა, გაუპატიურებაში ბრალდების შემდეგ, ფეხბურთელს კონტრაქტი გაუუქმდა მექსიკურ კლუბ „პუმასთან“, სადაც ის თვეში 300 ათას ევროს იღებდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ალვეშს უფლება აქვს, გათავისუფლებისთანავე მოითხოვოს გირაოს სახით გადახდილი 1 მილიონი დოლარის დაბრუნებაც.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დუნკერკი - პსჟ | ითამაშებს თუ არა კვარა თასის ნახევარფინალში
დუნკერკი - პსჟ | ითამაშებს თუ არა კვარა თასის ნახევარფინალში