2 მიზეზი, რატომაც ანჩელოტი რეალიდან წასვლაზე ფიქრობს
კარლო ანჩელოტი მადრიდის „რეალში" თავის მომავალზე ფიქრობს. იტალიელს სეზონის ბოლოს „სამეფო კლუბის“ დატოვებას უწინასწარმეტყველებენ.
The Athletic-ის ცნობით, კარლოს თავად არ სურს, რომ „რეალი“ დატოვოს, თუმცა კლუბში უკვე მას ხელშეუხებლად აღარ თვლიან და ჩაბი ალონსოს შესახებ საუბრები დღითიდღე ძლიერდება.
წყარო ადასტურებს, რომ მადრიდელებმა ალონსოსთან მოლაპარაკებებიც გამართეს. ანჩელოტი კი მადრიდში საკუთარი მომავლის გადახედვას იწყებს. ოთხი წლის განმავლობაში წარმოქმნილი დაღლილობის გამო, ისევე იმის გამო, რომ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, თითქოს ის მიდის. იტალიელი თვლის, რომ ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა და ამაში „ბლანკოსის“ ხელი ურევია. „პაპა კარლომ“ ასევე კარგად იცის, თუ რა დონეზეა ჩაბი ალონსოსა და „რეალს“ შორის მოლაპარაკებები.
კიდევ ერთი დეტალი დავიდე ანჩელოტის უკავშირდება, კარლოს ვაჟს, რომელიც მისი თანაშემწეა და მან გადაწყვიტა, რომ სეზონის ბოლოს „რეალს“ დატოვებს. თუ ეს მოხდა, კარლოსთვის რთული მომენტი იქნება, რადგან შვილთან ერთად კარგა ხანია მუშაობს. როგორც ჩანს, დავიდეს მთავარი მწვრთნელის პოსტი სურს და ზაფხულში შემოთავაზებებსაც მიიღებს.
პარალელურად ბრაზილიის ნაკრები აქტიურობს და ანჩელოტის გადაბირებას ცდილობს. მადრიდში კი თვლიან, რომ კარლოს ჯერ კიდევ სურს „რეალში“ დარჩეს, მაგრამ ეს ვერსია ძველებურად დამაჯერებლად აღარ გამოიყურება.