ტეო ერნანდესი
Aa
Aa

ერნანდესმა შესაძლოა მილანი ზაფხულში დატოვოს

„მილანის“ მარცხენა მცველმა, ტეო ერნანდესმა შესაძლოა „მილანი“ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვოს. ამის შესახებ ნიკოლო სკირა იუწყება.

ჟურნალისტის წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ფრანგ ფეხბურთელსა და იტალიურ კლუბს შორის ჯერ კიდევ არ არის შეთანხმება მიღწეული კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ.

მიმდინარე სეზონში, ერნანდესმა ყველა ტურნირზე 35 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.

ტეოს „მილანთან“ მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დუნკერკი - პსჟ | ითამაშებს თუ არა კვარა თასის ნახევარფინალში
დუნკერკი - პსჟ | ითამაშებს თუ არა კვარა თასის ნახევარფინალში