ბრუნო ფერნანდეში, რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: ბრუნო რეალში? ეს არ მოხდება

„მანჩესეტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის, რუბენ ამორიმის განცხადებით, მან ბრუნო ფერნანდეშს უთხრა, რომ ამ ზაფხულს მას გადასვლის უფლებას არ მისცემს.

„წითელი ეშმაკების“ კაპიტანი, რომელმაც გასულ წელს, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლამდე გაახანგრძლივა, ამ სეზონში საკვანძო მოთამაშე გახდა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის პორტუგალიელ შესაძლოა „რეალში“ გადავიდეს.

რუბენ ამორიმმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ეს არ მოხდება და ფერნანდეში არსად არ წავა.

„ბრუნო რეალიში? ეს არ მოხდება. ერთხელ ჩვენ ისევ მოვიგებთ პრემიერ ლიგას. ამიტომაც გვინდა, რომ საუკეთესო მომაშეებმა ჩვენთან ერთად გააგრძელონ. ბრუნო არ წავა, მე მას ეს უკვე ვუთხარი“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდეშმა მიმდინარე სეზონში 44 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და ამდენივე ასისტი მიითვალა. ის „იუნაიტედში“ 2020 წლიდან თამაშობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ამორიმი: ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ
ამორიმი: ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ