ჰანსი ფლიკი, ლუის დიასი
Aa
Aa

ფლიკმა ლუის დიასის ტრანსფერი დაბლოკა |El Nacional

„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა „ლივერპულის“ ვინგერის, ლუის დიასის ტრანსფერი დაბლოკა. ამის შესახებ El Nacional-ი წერს.

კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობა 28 წლის კოლუმბიელის მიმართ ინტერესს იჩენს, თუმცა გერმანელი სპეციალისტი მის ასაკს საკვანძო ფაქტორად მიიჩნევს, რაც მის გაფორმებას გამორიცხავს. კერძოდ, ფლიკი კონცენტრირებულია უფრო ახალგაზრდა მოთამაშეებზე, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი წვლილი გრძელვადიან პერსპექტივაში შეიტანონ.

როგორც გამოცემა იუწყება, „ბლაუგრანას“ თავკაცი უპირატესობას „ატლეტიკოს“ ვინგერის, 22 წლის ნიკო უილიამის ტრანსფერს ანიჭებს. ნიკოს დამატებით უპირატესობა ისიცაა, რომ ის ლამინ იამალთან და ალექს ბალდესთან მეგობრობს, რაც მას ადაპტაციას გაუადვილებდა.

შეგახსენებთ, რომ ლუის დიასმა მიმდინარე სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 7 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა მაგარი ფეხბურთელია | კვარას რეაქცია ნაპოლის (U20) ბრწყინვალე გოლზე
რა მაგარი ფეხბურთელია | კვარას რეაქცია ნაპოლის (U20) ბრწყინვალე გოლზე