კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

რონალდუ შესაძლოა 1-2 თვით რეალში დაბრუნდეს

კრიშტიანუ რონალდუ ფეხბურთის თამაშს კიდევ რამდენიმე წლით, რომ გეგმავს ეგ ყველასათვის კარგად ცნობილი ამბავია. პორტუგალიელს 1000-გოლიანი ნიშნულის გადალახვა სურს და მსოფლიო ჩემპიონატის მოგების იმედსაც არ კარგავს, გარდა ამისა რონის კიდევ ერთი ახალი მიზანი აქვს.

Sky Sports-ის ცნობით, რონალდუს მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე თამაში სურს და ამისთვის დროებით „ალ-ნასრის“ დატოვება და რომელიმე ევროპულ კლუბში გადასვლა აქვს გამიზნული. საუბარია მადრიდის „რეალზე“.

კონტრაქტი დროებითი იქნება და 1-2 თვეში კრიშტიანუ უკან დაბრუნებას კვლავ შეძლებს.

„ალ-ნასრი“ გარდა იმისა, რომ საუდის არაბეთში ჩემპიონი ვერც ერთ ჯერზე გახდა, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზეც ვერ მოხვდა და რონალდუს სურვილიც სწორედ აქედან გამომდინარეობს. პორტუგალიელს ამჟამინდელი კონტრაქტი ზუსტად 2025 წლის ზაფხულში ეწურება, ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია კი 1-10 ივნისს სპეციალურ სატრანსფერო ფანჯარას გახსნის, რომელიც სწორედ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატიდან გამომდინარე იმოქმედებს.

აქედან გამომდინარე, 40 წლის რონალდუ „რეალთან“ ერთი ტურნირისთვის სპეციალური ხელშეკრულების გაფორმებას მოახერხებს.

აქვე გეტყვით, რომ კრიშტიანუ რონალდუს ანგარიშზე ამჟამად 929 ოფიციალური გოლია. მიმდინარე სეზონში საუდის პრო ლიგასა და პორტუგალიის ნაკრებში 40 შეხვედრაში 34 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის ახალი კლუბი ცნობილია