შალკეს შემდეგ ტრაბზონსპორიც | ჩიქოვანს თურქეთიდანაც აკვირდებიან
თურქული მედიის ინფორმაციით, „ტრაბზონსპორი“ თბილისის „დინამოს“ ახალგაზრდა შემტევით, ნიკოლოზ ჩიქოვანითაა დაინტერესებული. ამის შესახებ რამდენიმე თურქული გამოცემა, მათ შორის ავტორიტეტული Fotomac-ი იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, „ტრაბზონსპორი“ რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს აკვირდება და მათ შორის ერთ-ერთი სწორედ ჩიქოვანია. თურქული მედია წერს, რომ შავიზღვისპირული კლუბის მენეჯმენტი ახალგაზრდა შემტევის განვითარებას აკვირდება, ტრანსფერთან დაკავშირებით შემდგომი ნაბიჯები კი უახლოეს დღეებში შეიძლება გადაიდგას.
ცნობისთვის, ნიკოლოზ ჩიქოვანი 2007 წელს არის დაბადებული და თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ჩიქოვანი პოზიციით მარცხენა გარემარბია, მიმდინარე სეზონში მან დედაქალაქელთა რიგებში ეროვნულ ლიგაში 2 მატჩი ჩაატარა.
რამდენიმე დღის წინ CrystalSport-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩიქოვანის გადაბირებით „შალკე’’ დაინტერესდა. გერმანული კლუბის მიწვევით ჩიქოვანი მამასთან და მის მენეჯერ ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გელზენკირხენში იმყოფებოდა, სადაც „შალკემ“ ფეხბურთელის მხარეს კლუბის სტრატეგია გააცნო.
ჩიქოვანის გოლი სლოვაკეთის კარში (U19)
ჩიქოვანის გოლი „ბუდუჩნოსტის“ კარში (ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა)