კონტრაქტის ხანგრძლივობა და გამოსასყიდი თანხა | ქოჩორას ტრანსფერის დეტალები
გიორგი ქოჩორაშვილი კარიერას „სპორტინგში“ გააგრძელებს. რამდენიმე საათის წინ, „ლევანტემ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბებს შორის შეთანხმება შედგა და ზაფხულში, ქართველი ფეხბურთელი პორტუგალიურ გრანდს შეუერთდება.
ცნობილმა გამოცემამ, A bola-მ კონტრაქტის დეტალებზე დაწერა. როგორც ირკვევა, ქოჩორაშვილი „სპორტინგთან“ 2030 წლის ზაფხულამდე გათვლილ ხელშეკრულებს გააფორმებს და მის კონტრაქტში, გამოსასყიდ თანხად 80 მილიონი ევრო ჩაიწერება.
„ლომებმა“ „ლევანტეს“ 5.5 მილიონი ევრო გადაუხადეს და ბონუსებით, შესაძლოა, თანხა კიდევ 2 მილიონით გაიზარდოს. ამასთან, თუ „სპორტინგმა“ სამომავლოდ ქოჩორაშვილის გაყიდვა გადაწყვიტა, „ლევანტე“ ტრანსფერიდან შემოსული თანხის 12.5 ან 10 პროცენტს მიიღებს.
საინტერესოა, რომ პორტუგალიურ პრესაში „ქოჩოს“ „სპორტინგში“ ტრანსფერზე აქტიურად წერენ და „ლომების“ გარიგებას ადგილობრივი ჟურნალისტი, ფერნანდუ მენდეში გამოეხმაურა. მისი თქმით, „სპორტინგში“ თვლიან, რომ გიორგი არის ფეხბურთელი, რომელსაც დიდი ხარისხი აქვს.