ანდრია ბართიშვილი
Aa
Aa

„იუვენტუსი ბართიშვილს აკვირდება“ - ნიკოლო სკირა

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის და სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ანდრია ბართიშვილი იტალიური გრანდის, ტურინის „იუვენტუსის“ სკაუტების რადარებზე მოხვდა.

რას წერს სკირა:

„ტურინის „იუვენტუსი“ აკვირდება ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, 2009 წელს დაბადებულ ანდრია ბართიშვილს, რომელიც ფოთის „კოლხეთში“ თამაშობს და რომელსაც „ახალ კვარაცხელიად“ მიიჩნევენ“.

გამოცემა TUTTOmercatoWEB-ის ცნობით, „ბებერი ქალბატონის“ ტექნიკურ დირექტორს, კრისტიანო ჯუნტოლის კარგი ურთიერთობა აქვს ბართიშვილის წარმომადგენლებთან, მამუკა ჯუღელთან და კრისტიან ძაკარდოსთან (რომელთა შუამავლობითაც „ნაპოლიმ“ ბათუმის „დინამოდან“ ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა), და ამ გარემოებამ შესაძლოა ტურინელები ქართველი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდნენ.

ცნობისთვის, 16 წლის ბართიშვილი თბილისის „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია. ანდრია შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს და ამ სეზონიდან ფოთის „კოლხეთის“ ღირსებას იცავს.

ბართიშვილს საქართველოს 17 წლამდე ნაკრებში 5 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვე ყურადღებით აკვირდება | ხარებაშვილი იტალიურ კლუბს დაუკავშირეს
იუვე ყურადღებით აკვირდება | ხარებაშვილი იტალიურ კლუბს დაუკავშირეს