გოგა ბითაძე, კავაი ლეონარდი, ჯეიმს ჰარდენი, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

მხოლოდ ერთი მოხსნა და ასისტი | ბითაძის ორლანდო კლიპერსთან დამარცხდა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ „ლოს ანჯელეს კლიპერსთან“ დამარცხდა. „საკრამენტო კინგსის“ განადგურების შემდეგ, „ორლანდომ“ ისევ საკუთარ კედლებში იასპარეზა და „კლიპერსთან“ 87:96 წააგო.

ბითაძემ პარკეტზე 13 წუთი და 4 წამი გაატარა და ამ დროში, ბევრი ვერაფერი მოასწრო. ქართველ კალათბურთელს მეტოქის ფარისთვის არ შეუტევია და მის ანგარიშზე შეტევაში მოხსნილი ერთი ბურთი და ამდენივე შედეგიანი გადაცემა გახლდათ.

„ორლანდოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 26 ქულა პაოლო ბანკერომ მიითვალა. ფრანც ვაგნერმა 21 ქულა, 5 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ბითაძის კონკურენტმა, უენდელ კარტერ ჯუნიორმა კი მატჩი 9 ქულით დაასრულა. „კლიპერსის“ მხრიდან 21-21 ქულით კავაი ლეონარდი და ნორმან პაუელი გამოირჩნენ. ჯეიმს ჰარდენს 20 ქულა ჰქონდა. ივიცა ზუბაცმა 18 ქულა და 20 მოხსნა გაიფორმა.

ცნობისთვის, რეგულარული სეზონის დასრულებამდე, „მეჯიქს“ 6 შეხვედრა დარჩა. „ორლანდოს“ 36 მოგება და 40 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მერვე ადგილს იკავებს. „მეჯიქის“ მომდევნო მეტოქე სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო სპურსი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ“ - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა
„მის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ“ - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა