ვირტუსმა რეჯიანას მარტივად მოუგო - შენგელიას 14 ქულა ჰქონდა
იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ საკუთარ მოედანზე „რეჯიანას“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 69:45 დაამარცხა.
თორნიკე შენგელია მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 26 წუთამდე გაატარა. ქართველი კალათბურთელი თავისი გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თოკომ ამ დროის განმავლობაში 14 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბურთის დაკარგვა არ ჰქონია და მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.
შენგელიამ 10-ჯერ სცადა ორქულიანის ჩაგდება და აქედან 7-ჯერ ზუსტად გაისროლა. „ვირტუსში“ მასზე მაღალი მაჩვენებელი არავის ჰქონია. იზაია კორდინიემ და მეტ მორგანმა მის მსგავსად 14-14 ქულა ჩააგდეს.
24 ტურის შემდეგ ვირტუსი იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 17 მოგებითა და 7 მარცხით მე-3 პოზიციაზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრა კი ევროლიგაზე, 4 აპრილს ოლიმპია მილანოს წინააღმდეგ ელის.