ჰოლანდმა შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს | რომანო
ტრავმის გამო, „მანჩესტერ სიტისა“ და ნორვეგიის ნაკრების თავდამსხმელმა, ერლინგ ჰოლანდმა შესაძლოა სეზონის დარჩენილი ნაწილი გამოტოვოს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ცნობილი ჟურნალისტისა და ინსაიდერის წყაროს ინფორმაციით, 24 წლის ფეხბურთელი სეზონის დასკვნითი ეტაპის დიდ ნაწილს გამოტოვებს.
ჰოლანდმა „ბორნმუთთან“ მატჩის დროს, კოჭი დაიზიანა.
მიმდინარე სეზონში, ერლინგმა ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაიტანა და 4 ასისტი მიითვალა.
ნორვეგიელს „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2034 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონი ევროა.