ილია თოფურია, ჩარლზ ოლივეირა
Aa
Aa

„მის შესახებ მხოლოდ სიმართლეს ვამბობ“ - თოფურიამ ოლივეირას შესახებ ისაუბრა

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ილია თოფურიამ ესპანურ Marca-სთან ინტერვიუს დროს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ მის მიმართ უპატივცემულობა არ გამოუჩენია.

„ლეგენდამ“ აღნიშნა, რომ ოლივერიას მის მიმართ რაიმეს თქმის უფლება არ აქვს, რადგან MMA-ში 10 მარცხი აქვს, თავად კი დაუმარცხებელია და ამავდროულად, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარი თავისი ნებით დათმო.

რას ამბობს თოფურია:

„მის მიმართ უპატივცემულობა არ გამომივლენია, პირიქით, მხოლოდ სიმართლე ვთქვი - მას 10 მარცხი აქვს და სწორედ ესაა სიმართლე, სხვა არაფერი მითქვამს. დიახ, მას 10 მარცხი აქვს: 5 ნოკაუტით, 4 საბმიშენით და 1 გადაწყვეტილებით. როდესაც 145 ფუნტში იბრძოდა, კაბ სვანსონმაც კი სცემა. როგორ ფიქრობთ, რატომ ვერ მიაღწია წარამტებას 145 ფუნტში? ის ჩემპიონი 155-ში გახდა, 145-ში ყველამ სცემა. რატომ ვერ მოიგო ქამარი იმ დივიზიონში, რომელშიც მე ვიბრძოდი? ლოგიკას ვერ ვპოულობ და სწორედ მაგის გამო ვთქვი ის, რაც ვთქვი. არ ვიცი, სიმართლის თქმა უპატივცემულობა თუ არის“.

„პირად ცხოვრებას პროფესიაში არასდროს ვურევ. ჩარლზთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. რა თქმა უნდა, როდესაც კარიერას დავასრულებთ, შეგვიძლია სადმე ერთად გავემგზავროთ და კარგი დრო გავატაროთ, ვივახშმოთ, ვისადილოთ, რაც უნდა ის გავაკეთოთ. მაგრამ ეს სპორტია და აქ ორივე ერთმანეთის კონკურენტები ვართ“.

ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლა. ამასთან დაკავშირებით, UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თავად ილია კი ამბობს, რომ როდესაც წონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მას პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლის მიღებას დაჰპირდნენ. ჩარლზ ოლივეირა კი მიიჩნევს, რომ „ლეგენდა“ საჩემპიონო ჩხუბს ჯერ არ იმსახურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“