ევროპის ქალთა პირველობის პირველ ტურში, ანასტასია კირთაძემ სერბი დიდოსტატი, თეოდორა ინიაჩი დაამარცხა
ანასტასია კირთაძემ ევროპის ქალთა პირველობის პირველ ტურში, ჩემპიონატის სასტარტო რეიტინგ-სიის მეორე ნომერი, უძლიერესი სერბი დიდოსტატი თეოდორა ინიაჩი დაამარცხა და ტურნირის პირველი სენსაციის ავტორიც გახდა.
საბერძნეთის კუნძულ როდოსზე, ევროპის ქალთა ინდივიდუალური პირველობა, სადაც 34 ქვეყნის 136 საუკეთესო მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას, დღეს დაიწყო.
ჩემპიონატი ქალ მოჭადრაკეთა შორის, ყველაზე პრესტიჟული ტურნირია ევროპულ ჭადრაკში და მასში უძლიერესი მოჭადრაკეები მონაწილეობენ.
ტურნირი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად გაიმართება და I-X ადგილზე გასული მონაწილეები მსოფლიო თასის საგზურს მოიპოვებენ.
საქართველოს ღირსებას ტურნირზე იცავენ:
ნინო ბაციაშვილი
მერი არაბიძე
ლელა ჯავახიშვილი
ბელა ხოტენაშვილი
ინგა ხურცილავა
კესარია მგელაძე
ანასტასია კირთაძე
ლილე ქორიძე
მარიამ ცეცხლაძე
ნია დონღვანი