კილიან მბაპე, კარლო ანჩელოტი
Aa
Aa

ანჩელოტი: მბაპეს შეუძლია რეალში რონალდუს გზა გაიმეოროს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებით, კილიან მბაპეს შეუძლია სამეფო კლუბში კრიშტიანუ რონალდუს წარმატება გაიმეოროს.

იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ ფრანგ ფეხბურთელს ამისთვის ყველა შანსი აქვს.

„გახდება თუ არა მბაპე ისტორიაში საუკეთესო? ეს რთული საკითხია, თუმცა მე ზუსტად შემიძლია მას ვურჩიო მიაღწიოს იმას, რასაც მიაღწია რონალდუმ „რეალში“. თუ კილიანი თავის პოტენციალს განავითარებს, მაშინ ისეთივე ლეგენდა გახდება, როგორიც რონალდუა“, - თქვა ანჩელოტიმ AS-თან ინტერვიუში.

კილიან მბაპე „რეალში“ გასული წლის ზაფხულში გადავიდა. 30 მარტს, მან რონალდუს შედეგი გაიმეორა. საქმე სადებიუტო სეზონში გატანილი გოლების რაოდენობას ეხება.

ფრანგ სუპერვარსკვლავს 44 მატჩი 32 გოლი დაუგროვდა. კრიშტიანუმ 2009/2010 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად სწორედ 32 გოლი გაიტანა.

მბაპეს „რეალთან“ კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 169 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩამ გოლი თავისით შექმნა, ზურიკომ კი...“ - როგორ აფასებს ფრანგული მედია ქართველებს
„ხვიჩამ გოლი თავისით შექმნა, ზურიკომ კი...“ - როგორ აფასებს ფრანგული მედია ქართველებს