საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები
Aa
Aa

ვარსკვლავური შემადგენლობით! - ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოისტთა განაცხადი ცნობილია

23-27 აპრილს, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი გაიმართება.

ცოტა ხნის წინ, საქართველოს ძიუდოისტთან ნაკრების შემადგენლობა გამოქვეყნდა. ევროპირველობაზე ჩვენი გუნდი 15 ძიუდოისტით იასპარეზებს, მათ შორის 9 ვაჟი და 6 გოგონა იქნება.

ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა:

  • -60 კგ. - გიორგი სარდალაშვილი.
  • -66 კგ. - ვაჟა მარგველაშვილი, თემურ ნოზაძე.
  • -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი.
  • -81 კგ. - ტატო გრიგალაშვილი.
  • -90 კგ. - ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე.
  • -100 კგ. - ილია სულამანიძე.
  • +100 კგ. - გურამ თუშიშვილი.

გოგონათა ნაკრების შემადგენლობა:

  • -48 კგ. - ჯულიეტა როდონაია.
  • -57 კგ. - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი.
  • -63 კგ. - ეთერ ასკილაშვილი.
  • -70 კგ. - მარიამ ჭანტურია.
  • +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი.

როგორც შემადგენლობიდან გავიგეთ, ვაჟთა გუნდში მწვრთნელებმა -66 და -90 კგ. წონით კატეგორიაში გააორმაგეს განაცხადი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 23-26 აპრილს შეჯიბრება ერთეულთა ჩათვლაში გაიმართება, 27 აპრილს კი ძიუდოისტები ერთმანეთს შერეულ გუნდურ ჩათვლაში შეეჯიბრებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები