7 მედალი ტალინიდან - მოჭიდავე გოგონების წარმატება
Aa
Aa

7 მედალი ტალინიდან - მოჭიდავე გოგონების წარმატება

ესტონეთის დედაქალაქში გამართული ჭიდაობის პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ქართველმა მოჭიდავე გოგონებმა 7 მედლით დაასრულეს. Tallin Open-ის შეჯიბრებაში მთავარი მწვრთნელის, ბესიკ გუჩაშვილის მომზადებულმა სპორტსმენებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირი 12-დან 20-წლამდე მოჭიდავეებს შორის ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა და საერთო ჯამში შეჯიბრებას 2800-მდე მონაწილე ჰყავდა.

კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე 12-წლამდელებს შორის ლუსი ტუხაშვილი (23 კგ), ხოლო 17-წლამდელებში მირანდა კაპანაძე (61 კგ) ავიდნენ, რომელთაც შესაბამისად ოთხი და ხუთი შეხვედრა მოიგეს. კაპანაძეს საქართველოს ქალთა ჭიდაობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია, რადგან ის პირველი მოჭიდავეა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი ააჟღერა.

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა 17 წლამდელთა შეჯიბრებაში ნინი ციცვიძეს, რომელიც 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში დამარცხდა. ანა ლომიძე (40 კგ), ლიზა შავაძე (53 კგ) და ანა ლაბაძე (57 კგ) კი, ტურნირის ბრინჯაოს პრიზიორები გახდნენ. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ასეთ ასაკობრივ კატეგორიებში ქართველი მოჭიდავეებისთვის ეს პირველი საერთაშორისო შეჯიბრება იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა | ფარიკაობა
ევროპის ჩემპიონატზე ალექსანდრა კუვაევამ ვერცხლის მედალი მოიპოვა | ფარიკაობა