მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ტერ შტეგენმა გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ტრავმისგან აღდგენას უახლოვდება.

როგორც Diario Sport-ის ჟურნალისტი, ტონი ხუანმარტი წერს, გერმანელმა მეკარემ დღეს „ბარსელონას“ საერთო გუნდთან ერთად, ნაწილობრივ ივარჯიშა.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენს გასული წლის სექტემბრის მერე არ უთამაშია. მან „ვილიარეალთან“ მატჩის დროს, ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის ნაცვლად, „ბლაუგრანას“ კარებს ვოიცეხ შჩესნი იცავს.

წინა კვირას, ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ტერ შტეგენი 3 კვირის შემდეგ სათამაშოდ მზად იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამა მარადონაზე - ნაპოლიმ მილანს მოუგო და კვლავ საჩემპიონო რბოლაშია
დრამა მარადონაზე - ნაპოლიმ მილანს მოუგო და კვლავ საჩემპიონო რბოლაშია