ვატო დადვანი
Aa
Aa

დადვანი ფინალის MVP გახდა - რადნიჩკიმ რეგიონალური ლიგა მოიგო

ქართველი წყალბურთელის კიდევ ერთი საერთაშორისო წარმატება - ვატო დადვანმა „რადნიჩკის“ შემადგენლობაში რეგიონალური ლიგის პრესტიჟული გათამაშება მოიგო და როგორც ნახევარფინალური, ასევე ფინალური მატჩის MVP გახდა. გადამწყვეტ შეხვედრაში კრაგუევაცის კლუბმა სპლიტის „იადრანი“ 3-ბურთიანი სხვაობით, 13:10 დაამარცხა და ეს გათამაშება არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგო.

ისევე როგორც „ნოვი ბელგრადთან“ (13:10) ნახევარფინალურ მატჩში, ფინალშიც „რადნიჩკის“ შეტევების სულისჩამდგმელი და ლიდერი ქართველი ლეგიონერი იყო, რომელმაც როგორც ერთ, ასევე მეორე შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დადვანის გარდა, სერბული კლუბის ღირსებას ამ მატჩში „დინამო თბილისის“ კიდევ ერთი ყოფილი წყალბურთელი დუშან ვასიჩი იცავდა და შეხვედრის დამთავრებამდე წამებით ადრე, „იადრანის“ კარში მეცამეტე ბურთი სწორედ მან გაიტანა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ „რადნიჩკის“ მეტოქე „იადრანი“ რეგიონალური ლიგის ფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა და ოთხივე შემთხვევაში მარცხი განიცადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
წყალბურთის კონგრესი საქართველოში - ანტონიო და სილვას ვიზიტის დეტალები
წყალბურთის კონგრესი საქართველოში - ანტონიო და სილვას ვიზიტის დეტალები