ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თუ ყველაფერს სწორად დაგეგმავს, გაიმარჯვებს“ - ჭიკაძის მეტოქემ თოფურია-მახაჩევის ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა და გიგა ჭიკაძის მომდევნო მეტოქემ Home of Fight-თან ინტერვიუს დროს ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის შესაძლო ჩხუბზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ლეგენდას“ ისლამის დამარცხება შეუძლია.

რას ამბობს ონამა:

„ვფიქრობ, რომ ილიასა და ისლამის ჩხუბი ნამდვილი დაუნდობელი და სანახაობრივი ბრძოლა იქნება. ვფიქრობ, თუ თოფურია ამ ჩხუბს სწორად დაგეგმავს, მაშინ გაიმარჯვებს კიდეც. მახაჩევი ამ წონაში დიდი ხნის განმავლობაში იბრძვის და შეიძლება ითქვას, რომ ამ დივიზიონის მმართველიცაა. მან ბევრი რთული მეტოქე დაამარცხა, მაგრამ ახლა ამ წონაში თოფურია გადავიდა და მგონია, რომ მისი მსგავსი მეტოქე არასდროს ჰყოლია“.

ჯერჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის საჩემპიონო ბრძოლა. ამასთან დაკავშირებით, UFC-ის პრეზიდენტმა დენა უაითმა განაცხადა, რომ ყველაფერი უახლოეს პერიოდში გაირკვევა, თავად ილია კი ამბობს, რომ როდესაც წონის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო, მას პირდაპირ საჩემპიონო ბრძოლის მიღებას დაჰპირდნენ.

აქვე გეტყვით, რომ დევიდ ონამასა და გიგა ჭიკაძის ჩხუბი 27 აპრილს, UFC Fight Night-ზე გაიმართება. MMA-ში ამერიკელი მებრძოლის რეკორდი 13 გამარჯვება და 2 მარცხია, გიგა ჭიკაძესი კი 15 მოგება და 4 წაგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“