ილია თოფურია, პედი პიმბლეტი
Aa
Aa

„ილია და პედი დამეგობრდნენ?“ - რას ამბობს პიმბლეტი თოფურიასთან შეხვედრაზე

რამდენიმე დღის წინ, სოციალური ქსელი ილია თოფურიასა და პედი პიმბლეტის კადრებმა მოიცვა, სადაც მებრძოლები UFC Fight Night London-ზე ერთმანეთს შეხვდნენ.

ამ ღონისძიებაზე, „ლეგენდა“ და „ბედი“ ერთმანეთს საცერემონიო აწონვების დროს შეხვდნენ და ერთმანეთს მიესალმნენ. ილია თოფურია გურამ ქუთათელაძის გუნდში იყო და ამავე ივენთზე, პედი პიმბლეტის თანაგუნდელიც იბრძოდა. ქართველმა და ინგლისელმა მებრძოლებმა ერთმანეთს მისალმების ნიშნად მუშტები მიარტყეს.

ცოტა ხნის წინ, პედი პიმბლეტმა თავის იუთუბ არხზე ლონდონის ღონისძიების ვლოგი გამოაქვეყნა, სადაც ის ილიასთან შეხვედრაზეც საუბრობს. „პედი და ილია დამეგობრდნენ?“ - ასე ასათაურებს „ბედი“ თავის ვიდეოვლოგს.

რას ამბობს პიმბლეტი თოფურიაზე?

„ის ჩემკენ წამოვიდა. როდესაც სცენაზე ავედი, დავინახე, რომ მიყურებდა და ასეთი ჟესტი გააკეთა... ეს საკმაოდ სასაცილო იყო. ილია სცენაზე დადიოდა და მიყურებდა. როდესაც ჩავდიოდი, მეც შევხედე, ის ისევ მიყურებდა და ორივეს გაგვეცინა. ვიფიქრე, სახალისო იქნებოდა, თუ მას მუშტს გავუწვდიდი და მანაც უცნაურად გამომიწოდა ხელი. შეიძლება ერთმანეთი არ მოგვწონს, მაგრამ იმ მომენტში ცოტათი ვიხალისეთ“.

პედი პიმბლეტი დიდი ხნის განმავლობაში ილია თოფურიას აქტიურად აკრიტიკებს და სხვადასხვა ტერმინებით მოიხსენიებს. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მებრძოლებს შორის ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაპირისპირებაც მოხდა, რომელსაც MMA-ის სამყარო დიდი ხნის განმავლობაში აქტიურად განიხილავდა, შემდეგ კი ეს დაპირისპირება UFC-ის პრესკონფერენციაზეც გაგრძელდა.

„ბედი“ აქტიურად იძახის, რომ ილიასთან ჩხუბის შემთხვევაში, მის წინააღმდეგ „ლეგენდას“ შანსი არ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“