ჟიულ კუნდე
Aa
Aa

კუნდეს ბარსელონაში დარჩენა სურს

ჟიულ კუნდეს „ბარსელონაში“ დარჩენა სურს. ამის შესახებ Marca წერს.

გამოცემის ცნობით, რამდენიმე კვირის წინ, კატალონიურმა კლუბმა ფრანგ მცველთან კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი გამოთქვა, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი.

„ბარსელონას“ სპორტული დირექტორი, დეკუ კუნდეს დაუკავშირდა და მისგან დადებითი პასუხი მიიღო.

ფრანგი ფეხბურთელი თავს გუნდის მნიშვნელოვან წევრად მიიჩნევს. ჰანსი ფლიკი და კლუბის ხელმძღვანელობა ვარაუდობენ, რომ 26 წლის ფეხბურთელი გრძელვადიანი პროექტის ნაწილი იქნება. ყველა ეს ფაქტორი კუნდეს მოტივაციას აძლევს, რომ ახალი კონტრაქტი გააფორმოს. მოლაპარაკებები ჯერ ადრეულ ეტაპზეა“, - წერს Marca.

შეგახსენებთ, რომ ჟიული „ბლაუგრანას“ 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 45 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 60 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა