იუვე ყურადღებით აკვირდება | ხარებაშვილი იტალიურ კლუბს დაუკავშირეს
Tuttojuve-ს ცნობით, ტურინის „იუვენტუსი’’ საქართველოში სკაუტინგს აგრძელებს, იტალიური გრანდი საბა ხარებაშვილს ყურადღებით აკვირდება. წყაროს ცნობით, მარცხენა მცველის მიმართ ინტერსს სხვა გამორჩეული ევროპული კლუბებიც იჩენენ.
CrystalSport-ის ცნობით, გასულ წელს საბას მიმართ სერიოზული ინტერესი „ლივერპულსა'' და „ზალცბურგს'' ჰქონდათ. ეს დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ.
გასული წლიდან მოყოლებული ევროპულმა წყაროებმა საბა „რეალს“, „ლივერპულს“, „ნაპოლის“, „ბარსელონას“, პსჟ-სა და „ბაიერნს“ დაუკავშირეს.
16 წლის ტალანტი თბილისის „დინამოს’’ მთავარ გუნდში რეგულარულად თამაშობს. ამ სეზონში სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და სამივე შეხვედრა სასტარტოში დაიწყო. ასაკის მიუხედავად, „დინამოს’’ პირველ გუნდში უკვე 31 მატჩი ჩაატარა. მის აქტივში 3 საგოლე პასია.
საბას საქართველოს 17 და 19-წლამდე ნაკრებებში უთამაშია.
ფოტო: Nakrebi.ge