რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: ფეხბურთელები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ

რუბენ ამორიმმა დარჩენილი სეზონის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიზნებზე ილაპარაკა.

პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, მას საკუთარი თავის სჯერა და იმავეს გრძნობს ფეხბურთელებშიც.

„მოთამაშეები უფრო თავდაჯერებულები გახდნენ. მათი ენერგია შეიცვალა, მაგრამ ასევე ვიცი, რომ სიტუაცია შეიძლება შედეგების მიუხედავადაც იცვლებოდეს. ჩვენ კონცენტრირებულები ვართ ამ ენერგიის შენარჩუნებაზე. თამაშების მოგების შემთხვევაშიც კი, ჩვენ შეგვიძლია ვაღიაროთ, რომ რაღაცები გასაუმჯობესებელი გვაქვს. თუმცა ახლა სხვა პერიოდი გვაქვს. ჩვენ უფრო თავდაჯერებულები ვართ და მზად ვართ სეზონის გადამწყვეტი ბოლო 2 თვისთვის. არ ვიცი, რომელ ადგილზე დავასრულებთ, მაგრამ წინ ვიყურებით და მატჩების მოგება გვსურს“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილს იკავებენ. 29 ტურის შემდეგ, მათ 37 ქულა დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლი კვარას საშინლად მოექცა, ლიდერმა საუკეთესო მოთამაშე არ უნდა გაყიდოს“
„ნაპოლი კვარას საშინლად მოექცა, ლიდერმა საუკეთესო მოთამაშე არ უნდა გაყიდოს“