ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

დუნკერკი - პსჟ | ითამაშებს თუ არა კვარა თასის ნახევარფინალში

ხვალ, საფრანგეთის თასის ნახევარფინალში პსჟ სტუმრად საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდ დუნკერკს დაუპირისპირდება.

ფრანგულმა მედიამ მოახლოებული შეხვედრისთვის პარიზული გუნდის სავარაუდო სასტარტო თერთმეტეული დაასახელა და რამდენიმე გამოცემის ვერსიით, ხვიჩა კვარაცხელია ძირითად თერთმეტეულში მოიაზრება.

პსჟ-ის სავარაუდო შემადგენლობა:

საფონოვი, ჰაკიმი, მარკინიოსი, ბერალდო, ნუნუ მენდეში, დუე, ვიტინია, რუისი, დემბელე, რამუში, კვარაცხელია.

დუნკერკისა და პარი სენ-ჟერმენის დაპირისპირება 1 აპრილს, თბილისის დროით 23:10 საათზე დაიწყება. ნახევარფინალი ერთმატჩიანი იქნება და წყვილში გამარჯვებული ფინალში „კანისა“ და რეიმსს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა
მამარდას მე-6 მშრალი მატჩი - ვალენსიამ მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა