ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

რა მაგარი ფეხბურთელია | კვარას რეაქცია ნაპოლის (U20) ბრწყინვალე გოლზე

პრიმავერა B-ში „ნაპოლის’’ 20-წლამდე გუნდმა “პესკარასთან’’ 2:2 ითამაშა. ნეაპოლელთაგან ერთი გოლი ლორენცო რუსომ გაიტანა. მატჩის შემდეგ რუსომ Instagram-ში ფოტო ატვირთა და პირველი კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიამ დაუწერა: “რა მაგარი ფეხბურთელია!’’

ლორენცო რუსომ ამ შესანიშნავი გოლით ანგარიში გაათანაბრა და გუნდი მარცხისგან იხსნა.

 

„პარტენოპეის’’ მთავარმა მწვრთნელმა სეზონის დაწყების წინ რუსო პირველ გუნდთან ერთად შეკრებაზე წაიყვანა. როგორც ჩანს, ხვიჩას იტალიელი ნახევარმცველის თამაში ძალიან მოსწონს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ ზამთარში ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიდან’’ პსჟ-ში გადავიდა, იტალიური მედია ქართველ ფეხბურთელს კვლავ დიდ ყურადღებას უთმობს, მასზე ხშირად წერენ, მასზე ხშირად საუბრობენ და მისი ეს რეაქციაც არ გამორჩათ. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა