ლაშა ტალახაძე
Aa
Aa

არჩევნები ძალოსნობის ფედერაციაში - კანდიდატურა მხოლოდ ტალახაძემ დაარეგისტრირა

საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის საკუთარი კანდიდატურა მხოლოდ ლაშა ტალახაძემ დაარეგისტრირა. მოქმედი წესდების შესაბამისად, პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება 19 მარტამდე ხმის უფლების მქონე მინიმუმ 3 სუბიექტ/დელეგატ წევრს შეეძლო და გაირკვა, რომ ფედერაციის სათავეში მოსვლის სურვილი მხოლოდ ქართული და მსოფლიოს სპორტის ლეგენდას ჰქონდა.

ყრილობა 3 აპრილს, სასტუმრო „ჰუალინგში“ შედგება, სადაც 60 ხმის უფლების მქონე დელეგატი ახალი პრეზიდენტის გარდა, ვიცე-პრეზიდენტებსა და მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებს აირჩევს. რიგგარეშე ყრილობის ჩანიშვნის თხოვნით გამგეობას კახი კახიაშვილმა მიმართა, რომელიც ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას 2015 წლიდან ხელმძღვანელობდა.

ცნობისათვის,  31 წლის ლაშა ტალახაძე ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ოლიმპიადა ზედიზედ სამჯერ მოიგო. გარდა ამისა, ის როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის შვიდგზის ჩემპიონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ტრავმების გამო თავი დავანებე, მაგრამ...“ - ტალახაძე სამომავლო გეგმებზე
„ტრავმების გამო თავი დავანებე, მაგრამ...“ - ტალახაძე სამომავლო გეგმებზე