როგორ უნდა გავუმკლავდეთ დვალიშვილს | კორი სენდჰეგენის გეგმა
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, კორი სენდჰეგენმა ლუკ ტომასს ინტერვიუ მისცა. ცნობილი ჟურნალისტი „სენდმენს“ მერაბ დვალიშვილზეც ესაუბრა და ჰკითხა, როგორი შეიძლება „მანქანის“ განეიტრალება და მისი დამარცხება.
„ჩხუბისას, რაც უფრო აქტიურად გადაადგილდები, მით უფრო იღლები, განსაკუთრებით, როცა ოქტაგონზე უკან დახევა გიწევს. უმარ ნურმაგომედოვი დვალიშვილის წინააღმდეგ უკან ძალიან კარგად იხევდა და ჭიდაობასა და სტრაიკინგშიც მშვენიერი იყო, თუმცა, როგორც კი დაიღალა, ვითარება შეიცვალა.
უკან დახევის პრობლემა ისაა, რომ როდესაც შენი მეტოქე ზეწოლას ახორციელებს და სულ წინ მოდის, ძლიერი დარტყმები უნდა მიაყენო, რომ უკან დაახევინო. თუ ეს არ გამოგდის, რთულ მდგომარეობაში ვარდები. მერაბის წინააღმდეგ ზეწოლას უნდა გაუძლო და უკან არ დაიხიო.
შონ ომალის რაც შეეხება, მისი პრობლემა ისაა, რომ არ უყვარს, როცა იღლება. შუგა ყოველთვის დასანოკაუტებელ დარტყმას ეძებს და ეს ურთულესია, როცა დაღლილი ხარ და გეჭიდავებიან. ომალი ზეწოლას უძლებდა, მაგრამ დარტყმებს ვერ ახორციელებდა, რადგან მერაბს პარტერში გადაჰყავდა.
დვალიშვილის წინააღმდეგ საჭიროა, ცრუმოძრაობებს არ წამოეგო და ოქტაგონის ცენტრში დარჩე. როცა დვალიშვილისგან ზეწოლა წამოვა, უკან უნდა დაიხიო, გვერდით გაიქცე და ისევ ცენტრში დაბრუნდე. მოძრაობები მეტად უნდა გათვალო და დაარტყა, როცა შეტევაზე ან თეიქდაუნზე წამოვა. დვალიშვილის წინააღმდეგ ჩხუბი ძალიან რთულია და ზუსტად არავინ იცის, რა უნდა ქნა. ალბათ, უნდა იბრძოლო ტემპში, რომლისთვისაც მზად ხარ ან არ დაიღალო, რაც იმ შემთხვევაში მოხდება თუ ოქტაგონზე ბევრს არ იმოძრავებ“.
შეგახსენებთ, რომ სენდჰეგენი მომდევნო ორთაბრძოლას დეივისონ ფიგერედოს წინააღმდეგ გამართავს და „სენდმენი“ თვლის, რომ გამარჯვების შემთხვევაში, საჩემპიონო ორთაბრძოლას იმსახურებს.