რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

400-გოლიანი ლუკაკუ - ბელგიელის საიუბილეო ნიშნული

„ნაპოლი“ – „მილანის“ (2:1) შეხვედრა მასპინძლების ფორვარდისთვის, რომელუ ლუკაკუსთვის განსაკუთრებული გამოდგა. 31 წლის ბელგიელი ფორვარდი მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში დააყენა და მე-19 წუთზე სტუმართა კარში მეორე გოლი გაიტანა, რომელიც ლუკაკუსთვის პროფესიონალურ კარიერაში, საიუბილეო, მე-400 გამოდგა.

400 ბურთიდან 88 რომელუმ ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში გაიტანა, გოლების დანარჩენი რაოდენობა კი საკლუბო დონეზე, „ევერტონში“ (87), „ინტერში“ (78), „მანჩესტერ იუნაიტედში“ (42), „ანდერლეხტში“ (41), „რომაში“ (21), „ჩელსიში“ (15), „ვესტ ბრომვიჩსა“ (17) და „ნაპოლიში“ (11) ასპარეზობისას დააგროვა. მხოლოდ წლევანდელ სეზონში „პარტენოპეის“ რიგებში ლუკაკუს ანგარიშზე ყველა ტურნირზე გამართულ 30 მატჩში 11 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, მისი სატრანსფერო ღირებულება კი Tranfermarkt-ის მონაცემებით 22 მილიონ ევროს შეადგენს.

რაც შეეხება „ნაპოლის“ სატურნირო მდგომარეობას სერია A-ში, ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი კლუბი 30 ტურში დაგროვებული 64 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი იდეალური წონა 102 კილოგრამია“ - რომელუ ლუკაკუ
„ჩემი იდეალური წონა 102 კილოგრამია“ - რომელუ ლუკაკუ