ხამზატ ჩიმაევი, დრიკუს დუ პლესი, რენიე დე რიდერი
Aa
Aa

დუ პლესი ქამარს ჩიმაევთანაც დაიცავს - დე რიდერის პროგნოზი

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონის დრიკუს დუ პლესის მომდევნო მეტოქის შესახებ ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა, თუმცა ყველამ კარგად იცის, რომ ეს ხამზატ ჩიმაევი იქნება. მიზეზი ყველასთვის მარტივად გასაგებია - შერეული ორთაბრძოლების ყველაზე პრესტიჟული ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დენა უაითმა აღნიშნა, რომ დაუმარცხებელი ჩეჩენი მებრძოლის შემდეგი დაპირისპირება სატიტულო იქნება, რადგან ის ამას იმსახურებს. დუ პლესი-ჩიმაევის შესაძლო ჩხუბზე საკუთარი მოსაზრება რენიე დე რიდერმა გამოთქვა.

რას ამბობს დე რიდერი

როგორც ჩიმაევთან, ასევე დუ პლესისთან ვარჯიშების ჩატარების საშუალება მომეცა. ხამზატის მთავარი თვისება არის პირველივე რაუნდში ელვისებური შეტევები, რასაც ჩემი აზრით დრიკუსი იოლად გაუმკლავდება, რადგან ოქტაგონში კარგად მოძრაობს და იცის მეტოქისგან თავი როგორ დაიძვრინოს. ეს შეიძლება ჩიმაევისთვის ცხოვრების ბრძოლა იყოს, თუმცა ვფიქრობ, რომ დუ პლესი ქამარს წარმატებით დაიცავს.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონით დივიზიონში ქართველი რომან დოლიძე ჩხუბობს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ იტალიელი მარვინ ვეტორი დაამარცხა და რეიტინგის ათეულში შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“
„მერაბი უმარს უბრალოდ დასცინოდა“ - UFC-ის ლეგენდა „მანქანაზე“