ლუის ენრიკე
Aa
Aa

რეკორდებს ვამხობთ და ისტორიის დაწერა გვსურს | ენრიკე დიუნკერკთან მატჩის წინ

საფრანგეთის თასის ნახევარფინალში „დიუნკერკი’’ პსჟ-ს მიიღებს. დაპირისპირება ერთმატჩიანია, გამარჯვებული ფინალში „კანი’’ – „რეიმსის’’ წყვილში მოგებულს შეხვდება.

„დუმარცხებელი სერია ლიგა 1-ში. ვფიქრობ, ეს სტატისტიკა კარგად ასახავს გუნდის მენტალიტეტსა და სტაბილურობას.

საფრანგეთის თასზე ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ არაპროგნოზირებადი ტურნირია. თითოეული გუნდი განსხვავებულია, ტურნირთან უნდა ადაპტირდე და კონცენტრირებული იყო.

„დიუნკერკმა’’ ტურნირიდან „ლილი’’, „ბრესტი’’ და „ოსერი’’ გამოთიშა. კარგად თამაშობენ’’ - ენრიკემ ეს კომენტარი პრესკონფერენციის დაწყებამდე კლუბის პრესსამსახურთან საუბრისას გააკეთა.

ლიგა 1-ში პსჟ-მ გასვლით თამაშებში 38-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია შემოგვთავაზა, ტოპ 5 ლიგაში „მილანის'' რეკორდი გაიმეორა, იტალიურმა კლუბმა აღნიშნული სტატისტიკა 1991-93 წლებში დააფიქსირა.

პრესკონფერენციაზე ენრიკემ განაცხადა: „ჩვენს დამოკიდებულებას არასდროს ვცვლით, იგივე სტილით ვთამაშობთ, ვცდილობთ ჩვენი თამაში გავაუმჯობესოთ. გვსურს საფრანგეთში ისტორია დავწეროთ და ყოველი მატჩი უნდა მივიღოთ, როგორც გამოწვევა.

მესმის რომ ამ სეზონში ლიგა 1-ში მეორეადგილოსანთან ქულათა სხვაობა საკმაოდ დიდია. ჩვენ რეკორდებს ვამხობთ. შესაძლოა, ეს სტატისტიკა ლიგა 1-ის ზოგად სურათზე აისახება, მაგრამ ფრანგულმა კლუბებმა ჩემპიონთა ლიგაზე კარგად ითამაშეს. ლიგა 1-ში ქულათა დიდ სხვაობას ჩვენი სტატისტიკა და რეკორდები განაპირობებს’’.

„დიუნკერკი'' - პსჟ-ს მატჩი ხვალ, პირველ აპრილს, 23:10 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა