მწვრთნელი მოედანზე შევარდა, რაც ძვირად დაუჯდა | მსაჯმა ძლიერად დაარტყა
პერუში გამართულმა მატჩმა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიქცია. შეხვედრის მიმდინარეობისას, მთავარ არბიტრს ერთ-ერთი გუნდის განრისხებული მთავარი მწვრთნელის მოგერიება მოუწია და ამისთვის, კარატისთვის დამახასიათებელი დარტყმა გამოიყენა.
თასის თამაშში, ერთმანეთს „მაგდალენა სედეკი“ და „სპორტ ჰუაკილას“ დაუპირისპირდნენ. 82-ე წუთზე, მთავარმა მსაჯმა, ლუის ალეგრემ, ლაინსმენთან კონსულტანციის შემდეგ, „მაგდალენა სედეკის“ სათადარიგოთა სკამზე მყოფ ერთ-ერთ ადამიანს წითელი ბარათი უჩვენა, რამაც კლუბის წარმომადგენლები განარისხა.
„მაგდალენა სედეკის“ თავკაცი მოედანზე შევარდა და გვერდითა რეფერიზე გაიწია, რაც ძალიან ძვირად დაუჯდა. ალეგრემ კოლეგა დაიცვა, მთავარ მწვრთნელს კი მტკივნეული დარტყმა დაახვედრა და მინდორზე დააგდო. ალეგრეს ფეხბურთელები მისცვივდნენ და საქმეში სამართალდამცველების ჩართვა გახდა საჭირო.
???????? • Durante la Copa Perú, el árbitro Luis Alegre iba a expulsar a un jugador del club que iba perdiendo, cuando entró un miembro técnico con botella en mano y le propinó una patada además pic.twitter.com/DgCD1FcuOS
— ☩ ???????????????? ???????????????????????? ✠ ❤️???? (@CruxVincit) March 31, 2025
ამ მომენტისთვის, უცნობია, დაზარალებულის მდგომარეობა როგორია და არც ისაა გარკვეული, მსაჯს სასჯელი ემუქრება თუ არა. ვიცით, რომ ინციდენტის შემდეგ, შეხვედრა შეწყდა.