„მებრძოლების როლებში არ ვიყავით“ | ილიამ პიმბლეტთან შეხვედრაზე ისაუბრა
UFC Fight Night 254-ზე, გურამ ქუთათელაძემ იჩხუბა, ვის კუთხეშიც ილია თოფურია იდგა. „ლეგენდა“ ლონდონში იყო ჩასული და ღონისძიების წინ გამართულ ცერემონიულ აწონვებზე, პედი პიმბლეტს შეხვდა, რაც კამერებს არ გამოჰპარვიათ.
თოფურიასა და პიმბლეტის შეხვედრამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა და ისინი ერთმანეთს მიესალმნენ კიდეც, რამაც MMA-ის ქომაგთა გაკვირვება გამოიწვია. ილიამ სწორედ ამ მომენტზე ისაუბრა და პიმბლეტთან შეხვედრაზე გააკეთა კომენტარი.
Paddy Pimblett offers Ilia Topuria a fist bump on stage at the weigh-ins ????@Chisanga_Malata #UFC #MMA
— Championship Rounds (@ChampRDS) March 21, 2025
pic.twitter.com/sVV1o3qGeQ
„მებრძოლების როლებში არ ვიყავით. ასეა თუ ისე, მაინც სპორტსმენები ვართ, თუმცა თუ ოქტაგონზე გასვლა და ჩხუბი მოგვიწევს, სცენარი რადიკალურად შეიცვლება“.
შეგახსენებთ, რომ პიმბლეტი თოფურიას აქტიურად აკრიტიკებს. „ბედის“ რამდენჯერმე უთქვამს, რომ ილია ჯუჯაა და მის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ აქვს.