ვილი სანიოლი, დევიდ უები
Aa
Aa

შემდეგი ეტაპი მუნდიალზე გასვლაა | სანიოლის ასისტენტი Talksport-ს ესაუბრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის ასისტენტმა დევიდ უებიმ Talksport-თან ვრცელ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებმა დიდ ტურნირზე თამაშის გამოცდილება მიიღო და შემდეგი ეტაპი მუნდიალზე მოხვედრაა.

დევიდ უები: „საქართველოსთვის ევროპის ჩემპიონატზე გასვლა უდიდესი ისტორიული მიღწევა იყო, შემდეგი ეტაპი მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლაა. ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ, რომ გვყავს ფეხბურთელები, პერსონალი და ახლა უკვე ვიცით, რას ნიშნავს დიდ ტურნირზე თამაში და ამისთვის ახლა უკეთ მომზადებულნი ვართ.

პერსონალურად ჩემთვის ვილი სანიოლთან მუშაობა საოცარია, რადგან როგორც ფეხბურთელი მაღალ დონეზე იყო და ახლა ის არის ხარისხიანი მწვრთნელი. მასთან მუშაობა დიდი გამოცდილების მომტანია’’.

დევიდ უების თქმით, თუ სამომავლოდ საინტერესო წინადადებას მიიღებს, მთავარ მწვრთნელად მუშაობას არ გამორიცხავს: „ახლა კონტრაქტი საქართველოს ნაკრებთან მაკავშირებს, მაგრამ წასვლის სურვილი არ მაქვს, თუმცა ამბიციურობიდან გამომდინარე ამაზე ვფიქრობ. შესაძლოა, როცა ვილი საქართველოს ნაკრებიდან წავა, კვლავ შემომთავაზოს თანამშრომლობა, ეს ერთ-ერთი ვარიანტი იქნება, მაგრამ სამომავლოდ კლუბსა თუ ნაკრებში მთავარ მწვრთნელად მუშაობა ჩემს გეგმებშია’’.

დევიდ უები საქართველოს ნაკრებში 2023 წლის სექტემბრიდან, მოთამაშეებთან ლიდერობისა და შესაძლებლობების გამოვლენის მიმართულებით იმუშავებს (Performance Coach).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა
კვარას გოლი და ზურიკოს ასისტი - პსჟ-მ სენტ-ეტიენი გაანადგურა