სტეფ კარი, სანდრო მამუკელაშვილი, კელდონ ჯონსონი, დევინ ვესელი
Aa
Aa

ორმაგი დუბლი და 4 შედეგიანი გადაცემა | მამუკელაშვილის კარგი მატჩი უორიორსთან

„სან ანტონიო სპურსმა“ ზედიზედ მეოთხე შეხვედრა წააგო. სანდრო მამუკელაშვილის გუნდი გამთენიისას „გოლდენ სტეიტ უორიორსს“ დაუპირისპირდა და უშანსოდ დამარცხდა. „სან ანტონიომ“ ყველა მეოთხედი დათმო და 106:148 განადგურდა.

მამუკელაშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 25 წუთი გაატარა. ამ დროში, სანდრო საკმაოდ პროდუქტიული იყო და ორმაგი დუბლის გაფორმებაც მოასწრო - 14 ქულა, 11 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 დაფარება. „მამუმ“ 10-დან 6 ბურთი ჩააგდო (4-დან 1 სამქულიანი) და 2-დან 1 საჯარიმო სროლა გამოიყენა. მის პასივში 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ჯარიმა იყო.

„გოლდენ სტეიტის“ რიგებში ყველზე მეტი, 27 ქულა ბრენდინ პოძიემსკიმ დააგროვა. მოუზეს მუდიმ 20 ქულა გააკეთა. სტეფ კარიმ მატჩი 13 ქულით დაასრულა, ბადი ჰილდის ანგარიშზე კი 19 ქულა იყო. „სან ანტონიოს“ მაისურით მამუკელაშვილზე მეტი ქულა მხოლოდ კელდონ ჯონსონმა ჩააგდო - 19. დევინ ვესელს 11 ქულა ჰქონდა.

ცნობისთვის, „სან ანტონიოს“ 31 მოგება და 43 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-13 გახლავთ. ტექსასელები მომდევნო შეხვედრას 2 აპრილს გამართავენ და NBA-ში ქართულ დერბის ვიხილავთ. „სპურსის“ მომდევნო მეტოქე გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხვიჩამ გოლი თავისით შექმნა, ზურიკომ კი...“ - როგორ აფასებს ფრანგული მედია ქართველებს
„ხვიჩამ გოლი თავისით შექმნა, ზურიკომ კი...“ - როგორ აფასებს ფრანგული მედია ქართველებს