რომელუ ლუკაკუ, ლუკა იოვიჩი, მატეო პოლიტანო
Aa
Aa

დრამა მარადონაზე - ნაპოლიმ მილანს მოუგო და კვლავ საჩემპიონო რბოლაშია

იტალიის სერია A-ს 30-ე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ნეაპოლიტანურმა კლუბმა ორივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანა და თამაშის მოგებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ანგარიში შეხვედრის დებიუტში მატეო პოლიტანომ გახსნა, მე-19 წუთზე კი რომელუ ლუკაკუმ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

მეორე ნახევარში, 69-ე წუთზე სანტიაგო ხიმენესს სხვაობის მინიმუმამდე შემცირება შეეძლო, თუმცა „მილანის“ შემტევმა თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. 84-ე წუთზე „როსონერიმ“ იოვიჩის გოლით მაინც შეძლო ერთი ბურთის გაქვითვა, თუმცა თამაშის გადარჩენა ვეღარ მოახერხა.

საბოლოოდ, „ნაპოლიმ“ მაინც გაიმარჯვა და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა. ანტონიო კონტეს გუნდი 30 ტურის შემდეგ მე-2 პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ „ინტერს“ 3 ქულით ჩამორჩება. „მილანი“ კი 47 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.

მომდევნო ტურში „პარტენოპეი“ „ბოლონიას“ ესტუმრება, „მილანი“ კი საკუთარ მოედანზე „ფიორენტინას“ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები